ინდოეთში არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც მე-18 მოწვევის პარლამენტის ქვედა პალატის – ლოკ საბჰას შემადგენლობას განსაზღვრავს.
ამომრჩევლები ქვედა პალატის 543 წევრს აირჩევენ, კიდევ ორს კი – პრეზიდენტი წარადგენს. მმართველობისთვის პარტიას, ან კოალიციას 272 მანდატი სჭირდება.
მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემა დაახლოებით 970 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია, ექვსი კვირის განმავლობაში გაიმართება.
საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის “ინდოეთის სახალხო პარტია” ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ ალიანსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მოდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს.