ინდოეთში რელიგიური შეკრების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში რელიგიური შეკრების დროს, სულ მცირე, 116 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები, დაიღუპა, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
ჭყლეტა ნიუ-დელიდან 200 კილომეტრით დაშორებით, ჰათრასის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, როდესაც, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ათასობით ადამიანი შუადღის სიცხის დროს ერთად შეიკრიბა.
“ინციდენტი გადაჭედვამ გამოიწვია იმ დროს, როდესაც ხალხი შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდა”. – განაცხადა ჰათრასის ოლქის ხელმძღვანელმა.
კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, “ერთ ადგილზე სველი ტალახი იყო, სადაც შესაძლოა ხალხს ფეხი დაუცურდა. ასევე სიცხის გამო, შესაძლოა ხალხი იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც წყალი ინახებოდა და ინციდენტი შესაძლოა ამან გამოიწვია”.