ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განახორციელა

აცხადებს, რომ ინდოეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა.

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ინდოეთმა რაკეტები საზღვრის გასწვრივ სამ ლოკაციაზე ისროლა.

ასევე, ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო და დარტყმებს ახორციელებს “ტერორისტული ინფრასტრუქტურისა” და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ კაშმირის რეგიონზე.

“ეს ნაბიჯები პაჰალგამზე ბარბაროსულ თავდასხმას მოჰყვება, რომელშიც ინდოეთის 25 მოქალაქე და ნეპალის ერთი მოქალაქე იყვნენ მოკლული…

ჩვენი ნაბიჯები იყო ფოკუსირებული, გამოზომილი და თავისი ბუნებით არაესკალაციური. დარტყმები არ განხორციელდა პაკისტანის სამხედრო ობიექტებზე. ინდოეთმა საგრძნობი თავშეკავება გამოაჩინა მიზნების შერჩევასა და [დარტყმების] განხორციელების მეთოდებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში სარაკეტო დარტყმები პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე 9 ობიექტზე განხორციელდა.

ამავდროულად, პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავდასხმებს უპასუხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე