ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა

ინდოეთმა სთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. აღნიშნული რეგულაცია ინდოეთის ხელისუფლების საპასუხო ქმედებაა 22 აპრილს ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რა დროსაც 26 ტურისტი, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეები, დაიღუპა.
შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს.
იქამდე კი ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა. საპასუხოდ, პაკისტანმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა.
შეგახსენებთ, 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელზე პრეტენზიასაც ორივე მხარე აცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო – მარაზმატული ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, თუმცა აკადემიაც აღდგენილიყო, ახლა კიდევ უფრო მაღალი ცათამბჯენი აშენდება