ინდოეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, პაკისტანმა სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა

პაკისტანმა სარაკეტო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა, – ამის შესახებ ინდოეთის შეიარაღებული ძალები აცხადებს.
ინდოეთის საავიაციო ფრთის მეთაურმა, ვიომიკა სინგმა განაცხადა, რომ ს სარაკეტო იერიშების სამიზნე სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში მდებარე სამედიცინო და საგანმანათლებლო ობიექტები იყო.
მისი თქმით, ს მიერ დღეს განხორციელებულ შეტევებს ინდოეთმა „ეფექტურად უპასუხა და პაკისტანის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„პაკისტანელი ჯარისკაცები საზღვრის გასწვრივ გადაადგილდებიან, რაც შემდგომი ესკალაციის მიზნით თავდასხმითი მოქმედებების განზრახვაზე მიუთითებს“, – აღნიშნა ინდოეთის საავიაციო ფრთის მეთაურმა.