ინდოეთის სახელმწიფო კომპანიებმა რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტეს

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინდოეთის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტეს.
Bloomberg ასახელებს კომპანიებს, რომლებმაც, გამოცემის ინფორმაციით, რუსეთთან თანამშრომლობა შეწყვიტეს – ესენი არიან Indial Oil Corp, Bharat Petroleum Corp და Hindustan Petroleum Corp.
ინდოეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით რუსეთთან ნავთობის შეძენის შეწყვეტის შესახებ ბრძანება არ გაუცია.
ეს გადაწყვეტილება ინდოეთმა იმ ფონზე მიიღო, როდესაც სგან ნავთობის შესყიდვის გამო -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთს დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა.
4 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის დიდი ოდენობისა და მისი მოგების მიღების მიზნით გაყიდვის გამო, აშშ “მნიშვნელოვნად გაზრდის” ინდოეთის მიერ გადასახდელ ტარიფებს.
მანამდე, მან მსგავსი განცხადება 30 ივლისს გააკეთა და თქვა, რომ ინდოეთს 25%-იან ტარიფებს და ასევე ჯარიმას დაუწესებდა.
ამ ნაბიჯის მიზეზად, აშშ-ის ლიდერმა სწორედ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა დაასახელა.
მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს.
ამასთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ს განცხადებას და ხელი ევროპისკენ გაიშვირა – საგარეომ თქვა, რომ ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა დაიწყო იმიტომ, რომ ში ომის დაწყების შემდეგ პროდუქტის “ტრადიციული მარაგი ევროპისკენ გადამისამართდა.”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას