ინდოეთის ერთ-ერთ მდინარეში გემი ჩაიძირა, დაღუპულია 7 ადამიანი – Independent

ინდოეთში მდინარე მაჰანდიში გემი ჩაიძირა. დაღუპულია, სულ მცირე, 7 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
გემი, რომელზეც 50 მგზავრი იმყოფებოდა ხარსიის რაიონიდან ჩატისგარში მიემგზავრებოდა. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
ინდოეთის პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.