ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, პაკისტანმა ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე ერთი თვით დახურა

ინდოეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, პაკისტანმა ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე ერთი თვით დახურა.
ქვეყნის საავიაციო სამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს. ს ხელისუფლების თქმით, ფრენების განრიგი დიდწილად უცვლელი დარჩება და ნაწილობრივი შეზღუდვების მიუხედავად, ფრენები, სავარაუდოდ, ჩვეულ რიტმში შესრულდება.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს. ამასთან, ოფიციალურმა დელიმ პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა.
22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონია, რომელზე პრეტენზიასაც ორივე მხარე აცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება