„ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს

არსებული ინფორმაციით, გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტ, საბა სორდიას დროებით მოთავსების იზოლატორში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.
„ახლა გავიგეთ, რომ საბას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ”, – წერს ნატა ძველიშვილი.
ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი, საბა სორდია დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ს პრესსამსახურში განუცხადეს, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა