22-24 ოქტომბერს ინგუშეთში რუსულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა. ორგანიზატორების თანახმად ფორუმმა რუსეთისა და საქართველოს რეგიონებიდან ასზე მეტი ახალგაზრდა შეკრიბა.
ფორუმი გაიმართა შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით:
· რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭო,
· რუსეთში ქართული დიასპორა,
· რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა,
· ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა,
· ინგუშეთის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაცია.
ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციაში „სხვადასხვა სოციალური ჯგუფის“ დაახლოებით 50 წარმომადგენელი შედიოდა, მათ შორის სტუდენტები, პოლიტოლოგები, ბლოგერები და ეკონომიკური მიმომხილველები. ისინი ინგუშეთში ავტობუსით ჩავიდნენ.
რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ „ინგუში ახალგაზრდები, ბლოგერები, მეწარმეები, ასევე დელეგატები რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის დაღესტანიდან, სტავროპოლის ოლქიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, მოსკოვიდან, ვოლგოგრადის, როსტოვისა და კრასნოდარის ოლქიდან“.
ფორუმის მიზანი „გამოცდილების გაცვლა და ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცება“ იყო.
მონაწილეები არაერთ კულტურულ ღონისძიებას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს პლენარულ და თემატურ სექციებში. ნაზრანში მათ სიტყვით მიმართა ინგუშეთის მეთაურმა, მახჰუდ-ალი კალიმატოვმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის, განსაკუთრებით ინგუშებსა და ქართველებს შორის ურთიერთობები, კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საუკუნოვან ისტორიას ეფუძნება.
“ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს: უფროსების პატივისცემა, ძლიერი ოჯახური კავშირები, ურთიერთდახმარება და რიღსების კოდექსი. დღეს კი, სწრაფად ცვალებად სამყაროში, სწორედ თქვენ, ახალგაზრდებმა უნდა შეინარჩუნოთ და გააძლიეროთ ეს ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, შესძინოთ ჩვენს ურთიერთობებს ახალი მნიშვნელობა და გულწრფელი მეგობრობა“, – განაცხადა მაჰმუდ-ალი კალიმატოვმა.
რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა და ეთნოსთაშორისი ურთიერთობების საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა, დავით ცეცხლაძემ კი დასძინა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების ახალგაზრდებს შორის ახალი კონტაქტებისა და კავშირების დამყარებას, რათა მომავალში მათ ერთობლივად შეძლონ საინტერესო და ამბიციური პროექტების განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებაზე“.
ცეცხლაძე და რუსეთ- საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით შექმნილი რუსეთ-საქართველოსსავაჭრო-სამრწველო პარატის წარმომადგენლები მანამდეც იმყოფებოდნენ ინგუშეთში, სადაც რიგი პოლიტიკური და ეკონომიკურ ინიციატივები განიხილეს, მათ შორის რუსეთსა და საქართველოს შორის რკინიგზის მშენებლობა. შეხვედრებზე მონაწილეებმა ისეთ საკითხებიც განიხილეს რომლებიც შემდგომში განხორციელდა კიდეც, მათ შორის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსლი ენის ქართველმა მასწავლებლებმა აგვისტოში სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორკვირიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.
ფორუმი




