ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ლევან ხაბეიშვილია მოთავსებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ.
ადგილზე იმყოფება პარტიის ადვოკატი ვანო პეტრიაშვილი.
სწორედ მის შეშვებას ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მცირე კამათის შემდეგ, ადვოკატი ხაბეიშვილთან შეუშვეს. პარტიის წევრების განცხადებით, ნაცემი პოლიტიკოსი კლინიკაში პატრულის თანამშრომლებმა შეიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის