ინგოროყვას ექიმის განცხადება ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ინგოროყვას კლინიკის ექიმი კახა ჭელიძე ლევან ხაბეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცხადებს:
,,ჩვენი მხრიდან მკაცრი რეკომენდაციაა სტაციონარში დარჩენის თაობაზე, თუმცა თვითონ სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ამაზე, ფიქრობს ჯერჯერობით, გადაწყვეტილება ამ წუთისთვის მისი მხრიდან არ არის მიღებული, თუმცა ჩვენგან არის მკაცრი რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციის.
ვიზუალურად, მე მგონი, მთელმა საქართველომ ნახა, რა ტიპის დაზიანებაც აქვს, ამიტომ ამის აღწერას აზრი არ აქვს. ეს არის ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალის მთლიანობა დარღვეული არ გახლავთ, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ოფთალმოლოგის კონსულტაციის, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის ძვლების მთლიანობის აღდგენა. ყველა ტექნოლოგიურად მაღალი ტიპის გამოკვლევები ჩატარებული გახლავთ დროულად“

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია