ანგლიკანურმა ეკლესიამ 3 ოქტომბერს თავის ისტორიაში პირველად კენტერბერის ეპისკოპოსად ქალი აირჩია.
ამჯერად, ინგლისის ეკლესიის მეთაური იქნება სარა მულალი. არჩევას უარყოფითად შეხვდა ეკლესიის კონსერვატიული ნაწილი.
ბრიტანეთის მეფე კარლ III-მ მულალის კანდიდატურა დაამტკიცა ეპისკოპოსის თანამდებობაზე.
მულალი დღემდე ლონდონის ეპისკოპოსი იყო. მისი არჩევას მიესალმა ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი.
63 წლის მულალი კენტერბერის ტაძარში სიტყვით გამოვიდა და თავისი მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს თანამდებობა.
მულალი ადრე მედდა იყო, 1999 წელს ინგლისის მთავარი მედდა გახდა. მან 2024 წელს ეს თანამდებობა დატოვა და საეკლესიო საქმეს მიუძღვნა თავი.
მულალი დაქორწინებულია იმონ მულალიზე, წყვილს ჰყავს ქალიშვილი და ვაჟი.
კენტერბერის წინა ეპისკოპოსი, ჯასტინ უელბი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, რადგან ცნობილი გახდა, რომ ის წლების განმავალობაში ჩქმალავდა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შემთხვევებს, რომელთა მსხვერპლი იყო ასამდე ბიჭუნა.
ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველი მონარქია. ეს წესი XVI საუკუნეში შემოიღეს, როცა ჰენრი VIII-მ კათოლიკურ ეკლესიას ზურგი შეაქცია.
ფორუმი




