ფარისევლობის შაბაშია წილხვედრში. მავანნი ლოყებს იხოკავენ, როგორ თუ საზოგადოების კიბოდქცეული ქოცნების ერთ-ერთ ყველაზე სახედაკარგულ სახეს დაავადება უხსენესო და ოღონდაც პროტესტის მხარე გააშავონ, კონტექსტიდან ამოგლეჯით აწვდიან მომხრეებს ვიდეოს, თუმცა არაფრად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ბათუმის თეატრის დირექტორმა დასის გარდაცვლილ მსახიობისა და რეჟისორის ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის ბრძოლის დროს დაიკიდა ფეხებზე და მერე გარდაცვლილზე “შური იძია”, არც სამძიმარი, არც წუხილი, არც დეპეშა, არც პოსტი – აი, ასე, სრული იგნორით, რაკიღა ოთია ქათამაძე პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე იყო. საკუთარი დასის წევრი, კოლეგა და თანამშრომელი გარდაიცვალა და ამან, ალექსანდრე-ნუკრიმ ფეხებზე დაიკიდა. მართლა მიკვირს, ამ არსებამ როგორ დადგა წინა საუკუნეში, ჯერ კიდევ კომუნისტობას სპექტაკლი “ალალე” რომლის სანახავადაც სპეციალურად ჩავედი თელავში?!
2003წლის 21 ივნისს ბათუმში ასლან აბაშიძის მეუღლე მაგული გოგიტიძე გარდაიცვალა, მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი მაინც ემადლიერებოდა ამ ქალბატონს თავისი ჩუმი სიკეთის, გულისხმიერების, ქველმოქმედების გამო. ასლან აბაშიძეს უამრავი მტერი რომ ჰყავდა თბილისში, ხომ ისედაც ვიცით, პირადი თუ პოლიტიკური, მაგრამ დაკრძალვაზე ყველა ჩამოვიდა, ვინც უცხოეთში აღმოჩნდა წასული, სამძიმრის დეპეშები გამოაგზავნეს. ყველა აღიარებდა, რომ აბაშიძეს თუ რამ დადებითი მოეძებნებოდა, მისი მეუღლის ადამიანებისადმი უპირობო სიყვარულის, გაჭირვებულთა მიმართ პარტიული კუთვნილებისა და მომხრეების განურჩევლად დახმარების, თანაგრძნობისა და ემპათიის მაღალი ხარისხის დამსახურება იყო. ხოდა, ყველა ჩამოვიდა – ბურჯანაძე, ჟვანია, წერეთელი, ყველას ვერ ჩამოვთვლი. ერთადერთი იყო მიშა, რომელმაც სწორედ დაკრძალვის დღეს დააანონსა ენმ-ს პრეზენტაცია. ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი და მიუხედავად იმისა, ვიცოდი და ვხვდებოდი, ქვეყანას ცვლილებები სჭირდებოდა, ნაცები ჩემთვის იმთავიდან მიუღებლები იყვნენ სწორედ გარდაცვლილთან ანგარიშსწორების გამო და მათთან ერთად ერთ სივრცეში სუნთქვას ემიგრაციის რთული გზა ვარჩიე.
ხოდა, ნუკრი ქანთარიას საქციელი არის 2003 წლის მიშას საქციელზე ბევრად უარესი, მიშამ თუ თავისი პოლიტიკური მტრის ცოლის გარდაცვალება დააიგნორა, ოთია ქათამაძე ბათუმის დრამატული თეატრის დასის წევრი და რეჟისორი იყო.
დიდი იმედი მაქვს, ბათუმიდან ააცმევინებენ ალექსანდრე-ნუკრის!