ინგა ჩახვაშვილი: …მართლმადიდებელი პრეზიდენტი მინდა. როგორი მართლმადიდებელი? პუტინი? ვერ მოესწრებით! უფრო ოთხ ოლიმპიურ ოქროს მოიგებ, ვიდრე პუტინის მსგავსი მართლმადიდებელი პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს!

“ხმას არ ამოვიღებდი ამ საკითხზე, ლაშა ბექაურის როყიოდ წამოსროლილი რომ არა – მართლმადიდებელი პრეზიდენტი სდომებია, თურმე. ხმას არ ამოვიღებდი იმიტომ, რომ რწმენა ძალიან პირად ამბად მიმაჩნია, მაგრამ ამ ბრიყვს, ბიძინა, რადგან სამების აშენებაში მონაწილეობა მიიღო, მართლმადიდებელი ჰგონია და ისინი კიდევ, აღდგომის და სხვა სადღესასწაულო დღეებში რომ დამწკრივდებიან ხოლმე სანთლით ხელში.
საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ერთადერთი აღმსარებელ-მაზიარებელი მრევლია საქართველოს ყველა პრეზიდენტს შორის და მისი ეკლესიის წიაღში ყოფნა, ქრისტეს სიყვარული და მიმდევრობა პრეზიდენტობისას არ დაწყებულა, ბავშვობიდან მოდის.
წლევანდელ დიდმარხვაში კი თავად ვარ მოწმე, როგორ უშლიდნენ ხელს ისინი, ოლიმპიურო ჩემპიონო, ვის პოლიტიკურ კურსსაც იზიარებ, საკუთარ მოძღვარს შეხვედროდა, აღსარება ეთქვა და ზიარება მიეღო. საქართველოს სხვადასხვა სოფლის ეკლესიაში დადიოდა და იქ ეზიარებოდა.
ასე რომ, შეგეძლო გეთქვა, გულწრფელად, არ მინდა საქართველო ევროპაში, საითკენაც ეს ადამიანი გვექაჩება, მინდა , სადაც ბიძინა მიგვათრევს, არ მომწონს ამ ქალის თვალის ფერი ან ვარცხნილობა, არ მინდა ევროპაში, ვა და ის ანწუხელიძეც სულელი იყო, რას შეაკვდა ამ რუსებს?! ყველაფერი შეგეძლო გეთქვა, უღირს ადამიანს ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ რწმენაზე ასე აგდებით ლაპარაკი, როცა არ იცი, რა გზა გამოიარეს მისმა წინაპრებმა, რომ უცხოობაში ქართული ეკლესია ჰქონოდათ, რომ რუსულ ეკლესიაში იქაც არ ნათლავდნენ შვილებს, რომ დედამისი, ქალბატონი ზეინაბი 12 წლის ასაკში მოინათლა, ვიდრე პარიზში ქართველი მღვდელი არ ჩავიდა და იცი ვინ იყო ის მღვდელი, ვინც ნათლობის საიდუმლო ჩაატარა? დღეს წმინდანად შერაცხული გრიგოლ ფერაძე.
ახლაც არ ვარ დარწმუნებული, ღირდა თუ არა ამის თქმა შენთვის. განა არ იცი, რომ ეშმაკი ჰყოფს და ქართულ პოლიტიკაში ვინ ჰყოფს საზოგადოებას, ვერ ხედავ. ეშმაკთან ხარ შეკრული და მასთან აღსარებაზე მისულმა ეს მესიჯი გამოიტანე იქიდან – მართლმადიდებელი პრეზიდენტი მინდა. როგორი მართლმადიდებელი? პუტინი? ვერ მოესწრებით! უფრო ოთხ ოლიმპიურ ოქროს მოიგებ, ვიდრე პუტინის მსგავსი მართლმადიდებელი პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს!
ადიოს! შევხვდებით ოქტომბრის ბოლოს” – წერს ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა:  მე აქ ჯილდოსთვის ვარ მოსული. ეს ჯილდო ჩემი ხალხისთვისაა. მე პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას ვემიჯნები სრულიად. ჩემთვის მიუღებელიც არის. ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.