ინგა ჩახვაშვილი: დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პრეზიდენტო

“ყოველ 18 მარტს გასაზიარებელი პოსტია ჩემთვის, მანამ ვიდრე დღევანდელი იუბილარი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე Salome Zourabichvili არა მხოლოდ საკუთარ მისიას, თავის თუ ზოგადად ქართველ წინაპართა ანდერძს არ აღასრულებს და საქართველოს სამშვიდობოს არ გაიყვანს, სანამ ადამიანის თუ ქვეყნის თავისუფლება არ იქცევა საყოველთაო და უპირველეს ღირებულებად, სანამ ქვეყანა სახელმწიფოს არ დაემსგავსება გამართული ინსტიტუციებით, ადამიანებს შორის ურთიერთგაგებით, პატივისცემით და სიყვარულით, რის მაგალითსაც დღიდან ინაუგურაციისა თავად იძლევა, ის არის და იქნება საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და ღმერთს ვევედრები გააძლიეროს, რომ ეს ურთულესი მისია გამარჯვებით დააგვირგვინოს 💖💖💖
დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პრეზიდენტო 💖💖 მინდა ყველა მიზანი (დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, იქნებ, სრულიად წარმოუდგენელი) რაც გქონია და გაქვს ჩვენი სამშობლოს მიმართ, აგსრულებოდეს. ამისთვის კი გჭირდება ჯანმრთელობა, მხნეობა, სიმყარე, სიკეთე, სიყვარული, სიბრძნე და ყველა ის თვისება, რაც ისედაც გაქვს და დღემდე მაკვირვებს ამდენი დაუმსახურებელი ლანძღვა-შეურაცხყოფის მიუხედავად, როგორ რჩები დღემდე ასეთი ემპათიური ადამიანების მიმართ. 💖💖💖 მინდა საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავო, რომ ყველამ, ვისაც სჯეროდა თუ არა შენი, ვინც დღემდე ეჭვით გიყურებს და ათასგვარ შეთქმულების თეორიებს თხზავს, აღიაროს, ვახ, მან ეს შეძლო 💖💖 მე ვიცი, შეძლებ, სიყვარული შეგაძლებინებს 💖💖🎉🎉🎉მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე, ქალბატონო პრეზიდენტო 🇬🇪✊️💖
პ.ს. დიდხანს ვფიქრობდი ამ დაძაბულ სიტუაციაში ღირდა თუ არა საჯაროდ მილოცვა?! აუცილებელიცაა, თან ამ პოსტის გაზიარებით მილოცვა, რადგან ჩემდა სამწუხაროდ, სამი წლის წინანდელი პოსტის ქვეშ დამკომენტარებელთაგან ზოგმა წამშალა, ზოგი გატრუნულია,ზოგისთვის დღეს საქართველოს მდგომარეობა “ღობეს ჩხირია”. კედელი ღია მაქვს და იპოვიან საკუთარ თავს.
სალომეს გაუმარჯოს”, –  წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.
News.ge ულოცავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაბადების დღეს!