ინგა ჩახვაშვილი: … ამიტომ ბრძოლა ბოლომდე! კვერცხებს ეშინოდეთ!

“არც დავიწყევლები და არც შევიგინები, რადგან ზუსტად ვიცი, რასაც მიპასუხებს ახლაც, ჩემს კითხვაზე: ღირს ამ ქვეყანაში ცხოვრება, შვილების გაჩენა-გაზრდა, სადაც აღარანაირი წმინდა, ღირებული, ფასეული არ დატოვეს ხელშეუხებელი, ან თვითონ ამდენ პირადი შეურაცხყოფად უღირს ეს ბრძოლა?
– არ უნდა მივცეთ უფლება ჩვენი პოზიტიური ენერგია ნეგატიურში გადაიყვანონ, ყველაფერ პირადულზე მაღლა საქართველო დგას! ჩემს მაღლაც და გვერდითაც ღმერთია, ამიტომ არ მეშინია! კვერცხის კი არა, მათგან ნასროლი ტყვიისაც არ მეშინია!
ამიტომ ბრძოლა ბოლომდე! კვერცხებს ეშინოდეთ!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა ჩახვაშვილი.
ცნობისათვის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, ევროპიდან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას უცხო პირებმა კვერცხები დაუშინეს სალომე ზურაბიშვილსაც. ჯერჯერობით ინციდენტის ამსახველი კადრები არ გავრცელებულა.
17 თებერვალსვე, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ ფეისბუკზე მონიშნა და დაწერა:
„ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.