ინაუგურაციაზე, სალომე ზურაბიშვილს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურმა მიაქცია ყურადღება, უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით

ინაუგურაციაზე, სალომე ზურაბიშვილს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურმა მიაქცია ყურადღება, უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველივე დღეს ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ტრამპის ბევრი გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლების ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია განსაკუთრებით, რაც ეროვნული ღირებულებებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას ეხება – წერს ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში და -ს 47-ე პრეზიდენტის პირველი გადაწყვეტილებების არასრულ სიას აქვეყნებს.
ლევან კოჭლოშვილი ინაუგურაციაზე ს დასწრებასაც ეხმიანება. მისი თქმით, ღონისძიების მიმდინარეობისას რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება მიიქცია.
„დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო უფლებამოსილების პირველივე დღეს:
დიფ სთეითს „ომი გამოუცხადა“
ლგბტ თემს უფლებები მკვეთრად შეუზღუდა, გააუქმა ტრანსგენდერთა დაცვის ზომები და შეწყვიტა მრავალფეროვნება, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) პროგრამები ფედერალურ მთავრობაში, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორ უცვლელ სქესს − მამრობითს და მდედრობითს. ცნობისთვის, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი საქართველოს პარლამენტს უკვე მიღებული აქვს.
ტრამპმა ომზე თქვა უარი და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღნიშნა, რომ ში ომს დაასრულებს.
მან საკუთარი ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენა, ამერიკის ისტორიაში პირველად ჩინეთის პრეზიდენტი მიიწვია ინაუგურაციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა ყინული გატეხა და საფუძველი ჩაუყარა ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ურთიერთპატივისცემის და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით, მშვიდობიან თანაცხოვრებას.
ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 75 დღით შეაჩერებს კონგრესის მიერ TikTok-ის აკრძალვას. ყველას კარგად გვახსოვს ლიბერალი ფაშისტების თავდასხმა Tik Tok-ზე, რომ ეს პლატფორმა იყო ჩინეთის პროპაგანდის მთავარი წყარო.
აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა შეაჩერა აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით, სანამ განიხილება შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედ მდიდარ ენჯეოებს გადატრიალებისთვის გამოყოფილი თანხები მინიმუმ სამი თვის განმავლობაში აღარ მიეწოდება.
ევროპის ქვეყნებიდან ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად და დასაყრდენად უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნია, რომელიც ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირებულებების დიდი მხარდამჭერია.
პრეზიდენტმა 1500 ადამიანი შეიწყალა. სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებდნენ, რომ მან პრეზიდენტის უფლებამოსილების მოპოვებიდან მალევე შეიწყალა 613 მსჯავრდადებული. საინტერესოა, ტრამპის „დიდი მხარდამჭერები“, რომლებიც მის პრეზიდენტად არჩევამდე მისი დისკრედიტაციით გამოირჩეოდნენ, იმავე მონდომებით გააკრიტიკებენ თუ არა პირველივე დღის შეწყალების აქტის გამო.
ცხადია, რომ ტრამპის ბევრი გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლების ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია განსაკუთრებით, რაც ეროვნული ღირებულებებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვას ეხება.
ინაუგურაციის დროს კი სალომე ზურაბიშვილს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურმა მიაქცია ყურადღება, ისიც მხოლოდ უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით, რათა მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიატს რაიმე მავნე ნივთიერება არ შეეტანა ამ ისტორიულ მოვლენაზე, თორემ ზურაბიშვილი არც ერთ მაღალჩინოსანს არ გახსენებია. მერამდენედ უნდა იგემოს სირცხვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის არშემდგარმა ლიდერმა,“- წერს ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს