ინალ არძინბა ტელეწამყვანი გახდა

ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეწამყვანი გახდა. ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

ახალი სპეციალური პროექტის „გლობალური უმრავლესობის“ ფარგლებში, მან ისაუბრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან. გადაცემა ს პირველ არხზე 21 აპრილს გავა.

„გლობალურ უმრავლესობაში“ არძინბა ისაუბრებს იმაზე, რომ „ქვეყნები და მათი ლიდერები იცავენ თავიანთ თავისუფლებას დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად“.

ინტერვიუს ანონსში სირიის პრეზიდენტს უწოდებენ „ადამიანს, რომელიც დაუპირისპირდა კოლექტიურ დასავლეთს“.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.

2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში აფხაზეთის საელჩოს საზეიმო გახსნა გაიმართა. 2021 წლის მაისში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიას ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ