იმფაქთ ჰაბ თბილისის ახალი თანამშრომლობა – Startup Wise Guys-თან

Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი იწყებს თანამშრომლობას Startup Wise Guys-თან, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან. ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის.
2024 წლის იანვარში, Impact Hub Tbilisi-ის აქსელერატორის მონაწილე 9 შერჩეული გუნდი გაემგზავრება ტალინში, ესტონეთში და დაესწრება Startup Wise Guys-ის მიერ სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ ტრენინგებს. გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ ს ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.
მონაწილე სტარტაპები:
· Bitpulse – კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
· – მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
· ge – უნარების განმავითარებელი ლაივ კურსების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი ინტერესების ინტერაქციულ კურსებს.
· AI – რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.
· KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
· Roommate – პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
· TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
· Wenroll – ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
· Wisp – ჟესტების ენების შემსწავლელი აპლიკაცია.
“ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ გამოცდილება, რომელსაც ჩვენი პრე-აქსელერატორის მონაწილე გუნდები მიიღებენ Startup Wise Guys-ის მენტორობით, ფასდაუდებელი იქნება მათი მომავალი წარმატების ფორმირებაში”, – აღნიშნა ქეთი ებანოიძემ, Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა.
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 . მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.