იმუშავებს თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად – “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებსა და NGO-ებს შეხვედრაზე იწვევს

ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე “ქართული ოცნება” ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ორშაბათს შეხვედრაზე იწვევს. მმართველი პარტია არგუმენტირებული წინადადებების მოსასმენად მზად არის. უმრავლესობაში დღეს ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტიც გაიხსენეს და თქვეს, რომ დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით მათი გადაწყვეტილება მათივე ლუსტრაცია იქნება.
29 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებაზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიდის. პარტიები, რომლებიც სამუშაო ჯგუფებში წარსულშიც მონაწილეობდნენ ამბობენ, რომ უარის თქმა ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის. კოლეგებსაც დღეს პარტიულის ნაცვლად წინ სახელმწიფო ინტერესების დაყენება ურჩიეს.
გაიზიარებენ თუ არა მოწოდებას ადრესატები, ჯერ-ჯერობით, უცნობია. “ნაციონალური მოძრაობასა” და “ლელოში” ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, თუმცა საჯაროდ არ ადასტურებენ. მათგან განსხვავებით, “სტრატეგია აღმაშენებელში” დღეს პოზიცია შეცვალეს და მზად არიან, დაგეგმილ შეხვედრას დაესწრონ.
საპარლამენტო უმრავლესობაში პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას მავნებლობას უწოდებენ. მათი თქმით, პროცესის ხელოვნურად ხელშეშლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “რადიკალურ ოპოზიციას” ქვეყნის წარმატების მიუღებლობა აქვს.
ოპოზიციასთან ერთად 29 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიწვიეს. მესამე სექტორში სამუშაო ფორმატის შექმნას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებსაც წარადგენენ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პროცესის გამჭვირვალობას სახელისუფლებო პარტია უზრუნველყოფს, ოპოზიციისა და მესამე სექტორისგან კი კონსტრუქციულ, საქმეზე ორიენტირებული მუშაობას ელოდებიან.
9 დათქმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული