იმპორტირებული გარგარის ჩირი 400%-იანი ფასნამატით იყიდება – იმპორტიორი ქვეყნები

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 206 850 დოლარის ღირებულების 64.06 ტონა , ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანაში 214 590 დოლარის ღირებულების 53.73 ტონა გარგარის ჩირი (ხმელი გარგარი) შემოვიდა.
წელს, 1 კგ იმპორტირებული გარგარის ჩირის ფასმა ($3.22) 8.64 ლარი შეადგინა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ირანია, საიდანაც 46.95 ტონა (73%) შეაგინა.
იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:
ირანი – 152 480 დოლარის ღირებულების 46.95 ტონა
უზბეკეთი – 14 120 დოლარის ღირებულების 8.08 ტონა
ტაჯიკეთი – 18 410 დოლარის ღირებულების 7.12 ტონა
თურქეთი – 19 540 დოლარის ღირებულების 1.75 ტონა
გერმანია – 1 640 დოლარის ღირებულების 0.11 ტონა
საბერძნეთი – 670 დოლარის ღირებულების 0.05 ტონა
ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებში 1 კგ იმპორტირებული გარგარის ჩირი 45-70 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 400%-იანი ფასნამატით იყიდება.

ასევე დაგაინტერესებთ