იმპარატო მიხვდა, რომ მიჰქარა და კვარაცხელიას და ქართველებს ბოდიში მოუხადა

ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ ს „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის გამო Canale 8-ზე ციგანი უწოდა, რის გამოც კლუბმა აკრედიტაცია გაუუქმა, ტელეკოპანიამ კი განაცხადა, რომ მას სტუმრად აღარასოდეს მიიწვევენ.
იმპარატო მიხვდა, რომ მიჰქარა და „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტით კვარაცხელიას, მის ოჯახს და ქართველებს ბოდიში მოუხადა, რომლებსაც უნებურად აწყენინა.
ის წერს, რომ სერიოზული დიალექტიკური შეცდომა დაუშვა ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც გულშემატკივრები სამართლიანად მიიჩნევენ „ნაპოლის“ მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ არქიტექტორად, ეს განზრახ არ გაუკეთებია, დანაშაული უნდა ბოდიშის მოხდით გამოისყიდოს, მომავალში უფრო დაუკვირდება რასაც იტყვის, მსგავსი რამ არ განმეორდება, შეცდომისგან კი არავინაა დაზღვეული.
დავითაშვილით “პანათინაიკოსი” დაინტერესდა
[PHOTO] ოსიმენს ნეაპოლში უკადრებელი აკადრეს და “გალათასარაი” გამოისყიდის
“არავითარი რაშფორდი, “ნაპოლიმ” “კვარას” შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს” – კასანოს რჩევა “პარტენოპეის”
Nuovo Kvara – “ნაპოლიმ” ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს