იმერეთში ვიყავით ერთ სოფელში. მჭედელთან ქართული ცულების საყიდლად. წახალისება გვსურდა, თორემ დიდად არ გვჭირდებოდა. სპეციალურად წავედით იქაურობის სანახავად და სამჭედლოსაც დავათვალიერებთთქო.
ცული მაქვსო, მაგრამ სახლში არაო. ზესტაფონის ბაზარში მოდით პარასკევს ან კვირასო ( აჭარიდან ვართ ჩვენ და როგორ მივიდოდით ხელმეორედ ხვდებით მგონი). გაირკვა რომ ეს ოჯახი გასაყიდად ჯანჯუხებსაც აკეთებს. ვიფიქრეთ ფინანსურად დავუჭერთ მხარს და შევიძენთო. ფასი რა გვითხრეს გაინტერესებთ? ერთი ცალი ჯანჯუხა 5 ლარიო. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ჯანჯუხა. თხილის ფასი ვიცით, შრომის ფასი ვიცით, ჯანჯუხისა და ჩურჩხელის დამზადებაც ვიცით, ფალსიფიცირებულშიც ვერკვევით, ფასებშიც და ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ თანაც. სამი ლარი ან სამნახევარი რომ ეთქვა სადღაც 40 ცალამდე ვიყიდდით, მაგრამ ხუთ ლარს ჯანჯუხაში ნამდვილად არ ვაპირებთ რომ გადავიხადოთ. რატომ ვწერ ახლა ამას? რამდენჯერაც უშუალოდ სოფლებში მწარმოებლებისაგან შევეცადეთ რაიმეს ყიდვას, იმდენჯერ საბაზრო ფასზე მაღალ ფასს გვეუბნებიან. ეს საერთო პლანეტარული მოვლენაა თუ მხოლოდ ქართული მარკეტინგი?
არ იფიქროთ მხოლოდ იმერეთშია ასე. ყველა რეგიონში ასე იციან ჩვენში.