იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ნუნისის მიმდებარედ არალეგალური სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

არალეგალური სახერხი საამქრო ხარაგაულში – უკანონობა იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ნუნისის მიმდებარედ აღმოაჩინეს.
საამქროს ტერიტორიაზე ნანახია უკანონოდ მოპოვებული ხუთ კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი და ოთხ კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები გადაეცა შესაბამის უწყებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა