იმედი მაქვს, წლევანდელი სეზონით ვალს მაინც გავისტუმრებთ – Unix Hotels Georgia ბაკურიანი

“წლევანდელი სეზონის იმედი გვაქვს, რომ ვალის გარეშე დაგვტოვებს”, – ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელმა, ირაკლი გოგუაძემ BM.GE-სთან ზამთრის სეზონის შეფასებისას ისაუბრა.
მისივე თქმით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ზოგმა სექტორმა ფასები დააკორექტირა და სერვისის ღირებულებით გუდაურსაც გაუტოლდა.მოთხოვნა მიწოდებას ვერ პასუხობდა, შესაბამისად, ფასების მატება გახდა საჭირო. თუმცა, თავად მას, ფასები არ გაუზრდია.