2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ კანდიდატებს შორის დებატების არქონის გამო ტელეკომპანიები „იმედი“ და „მაესტრო“ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისიამ. მათ ეს ვალდებულება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით ჰქონდათ.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, ტელევიზიებმა მიზეზები ასე განმარტეს:
· „იმედმა“ „განმარტა, რომ პოლიტიკური დებატების ჩატარება მათი შეფასებით შეუძლებელი იყო და სტუმრები არ მოიწვიეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მაუწყებლის მიმართ არსებული სიძულვილის ენისა და მიზანმიმართული აგრესიის გამო“;
· „მაესტროს“ წარმომადგენლის თქმით კი „ტელევიზიამ ტექნიკური და ადამიანური რესურსის უქონლობის გამო ვერ შეძლო დებატების გამართვა“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გაწერილი რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებს აფრთხილებს, ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, აჯარიმებს.
2025 წლის წინასაარჩევნო პერიოდში „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მედიამონიტორინგს არ ატარებდა. წინა წლების ანგარიშების მიხედვით კი, “იმედს” სახელისუფლებო პარტიის მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
ფორუმი




