იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა

იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა
ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბახმაროში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით ტენდენციები შემაშფოთებელია.
„თქვენ იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ. მზად ვიქნებით 2030 წლისთვის თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის უკუსვლა. იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული სისტემა. უკეთ იქნება დაცული ადამიანის უფლებები და გაძლიერდება ეკონომიკა. “, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში ს მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან

ასევე დაგაინტერესებთ

სანაქებოა ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების შესანიშნავი მუშაობა, იქოლება “შავბნელი ხვრელები” – ხან “ჰექსოგენი” ტერორისტებიანად, ხან დიდძალი ნარკოტიკები, ახლა სუს-ის მიერ ურანის უკანონო შეძენა – გადაზიდვის აღკვეთა

ვერ “მოვინელეთ” ჯერ ჰექსოგენის შემოტანა ქვეყნის ტერიტორიაზე, დღეს ვიგებთ საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის მხრიდან, დიდი ოდენობით ურანის უკანონო დაუფლება/გატანის გამოვლენა/აღკვეთის წარმატებული ოპერაციის შესახებ