„იმედის“, „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე ძალადობის შესაძლო შემთხვევებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 18-19 ნოემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირსა და მელიქიშვილის ქუჩაზე აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს იძიებს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით – ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. რადიო თავისუფლებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ძალადობის შემთხვევებზე „იმედის“, „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მიმართეს.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას“, – აცხადებენ უწყებაში.
გუშინ, 19 ნოემბერს ხუთმა ონლაინმედიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლებმაც დაგმეს ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები. ამ საუბარი იყო „მთავარი არხის“ ოპერატორ სერგი ბარამიძეზე, OC Media-ს ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეზე, „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტ გივი ავალიანზე, „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეზე.
„მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას“, – ეწერა On.ge-ის, „პუბლიკის“, „ტაბულის“, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ერთობლივ განცხადებაში.
19 იანავარს დილით პოლიციამ ვაკეში მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლის დროს დააკავეს 16 ადამიანი. მათ შორის ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.
ფორუმი