იმედის დღის წამყვანმა, თიკო ფეიქრიშვილმა TV IMEDI დატოვა

გადაცემა იმედის დღის წამყვანმა, თიკო ფეიქრიშვილმა TV IMEDI-ის არხი დატოვა, ინფორმაცია ჟურნალისტმა მედიაჩეკერს თავად დაუდასტურა.
ორგანიზაციის ცნობით, ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს.
იმედის დღე მაისში კიდევ ერთმა წამყვანმა, ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვა, მასთან ერთად გადაცემა ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმაც დატოვეს.
გუშინ, 17 ივნისს TV IMEDI-დან წამოვიდა ჟურნალისტი თამარ შარიქაძეც.
“ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა”. – წერს შარიქაძე სოციალურ ქსელში.