“იმედის” და “პოსტ ტვ”-ის სანქცირების საპასუხოდ “ოცნება” არ აპირებს, ბრიტანეთის წინააღმდეგ დიპლომატიური დემარშის რაიმე ფორმა გამოიყენოს

ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ “ოცნება” არ აპირებს ბრიტანეთის წინააღმდეგ დიპლომატიური დემარშის რაიმე ფორმა გამოიყენოს. დარწმუნებულია, რომ სანქციები “დიფ სთეითის” მიერ იყო ნაკარნახევი. ამის შესახებ მან “პირველების” კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“ოცნების” პრემიერის მტკიცებით, ბრიტანული ბიუროკრატია დიფ სთეითის ხელში მხოლოდ “ინსტრუმენტი” იყო.

მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია დიფ სთეითიდან. ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ქვეყანას. ეს იყო ბრიტანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილება, ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს “დიფ სთეითს”. ჩვენ სხვა რამეს ვუწოდებთ, თუმცა ერთი და იმაზე ვსაურობთ, – განაცხადა კობახიძემ. 

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას რისკად აფასებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ მსგავსი ნაბიჯი მთლიანად ქვეყნის ფინანსურ სისტემას დააზიანებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მოტივი ცოცხალ-მკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდენი შანსის მიცემა იყო – ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე უარი თქვას