იმედია, შესაძლო სანქციებთან დაკავშირებულ წუხილებზე უფრო მეტი ბიზნესი ისაუბრებს ხმამაღლა – ხიშტოვანი

„როდესაც საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მომავალი, გზაჯვარედინზე დგას, ჩემი სურვილია, ბიზნესმა საკუთარ პრობლემებზე მეტად ცხადად ისაუბროს“, – ასე მიიჩნევს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ესმის, რომ ბიზნესი ფრთხილია და პოლიტიკური პრობლემების შექმნას გაურბის, მაგრამ მიაჩნია, რომ შესაძლო სანქციების გავლენაზე უფრო ხმამაღლა უნდა ისაუბრონ.
რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას სანქციებმა? – გიორგი ხიშტოვანის რამდენიმე მოსაზრება
“მესმის მსხვილი ბიზნესების სიფრთხილე. აბსოლუტურად გასაგებია… ზოგადად, ბიზნესი უნდა იყოს ფრთხილი. მათ აქვთ სხვა პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, დასაქმებულების წინაშე; ბიზნესი ზრუნავს იმაზე, რომ იყოს მდგრადი და არ შეექმნას პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ როცა რეალურად, გზაჯვარედინზეა საქართველოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მომავალი, ჩემი სურვილია, ბიზნესის მხრიდან მეტი სიცხადე დაფიქსირდეს არა – პოლიტიკურ პრეფერენციებთან დაკავშირებული, არამედ პრობლემებზე, რადგან ვამჩნევ, რომ დღეს, ბიზნესების პრობლემებზე საუბრობენ უფრო ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და თავად ბიზნესმენებს კი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ჩვენზე მეტს ნერვიულობენ და ფიქრობენ, საუბრის სურვილი არ აქვთ“, – განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ