იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI-ის სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს

იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI-ის სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს
„ხალხის ძალის“ წევრი, , პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრას, სოციალურ ქსელში აფასებს.
მეგრელიშვილი გამოთქვამს იმედს, რომ IRI საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება და ოქტომბრის არჩევნებზე მიკერძოების გარეშე იმოქმედებს.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო და საარჩევნო გარემო იყო. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.
იმედია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის პრინციპებს დაუბრუნდება, მიკერძოების გარეშე მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული იქნება და პოლიტიკური მიკერძოებისა და დაკვეთის გარეშე იმოქმედებს.
სხვა შემთხვევაში, წინა არჩევნების დროს ცალსახა ნაცოპოზიციური პოზიციის მსგავსად ახლაც წინასწარ დაკვეთილი მოქმედება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისათვის (IRI) დამღუპველი იქნება.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით