“იმედია, მე და მერაბი გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღვნიშნავთ” – ცარუკიანი მისი და დვალიშვილის მორიგ ორთაბრძოლაზე

საქართველოში დაბადებულმა UFC-ის მსუბუქი წონით მებრძოლმა 28 წლის სპორტსმენმა არმან ცარუკიანმა Ariel Helvani Youtube არხს ინტერვიუ მისცა, სადაც მისი და მერაბ დვალიშვილის მორიგ შეხვედრებზე ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, ქართველი 2025 წლის 19 იანვარს, საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის (18-0) წინააღმდეგ დაიცავს, იმავე დღეს კი ცარუკიანი კიდევ ერთ რუსს ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება.
“საქართველოში დაბადებული სომეხი ვარ, მე და მერაბი ვახლობლობთ. ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. იმედი მაქვს, ჩვენს გამარჯვებას ქართული და სომხური ცეკვებით აღვნიშნავთ”, – თქვა ცარუკიანმა.