იმედია, კანონს უკან გაიწვევთ! – გერმანია საქართველოს

იმედი მაქვს, ამ კანონს ისევ უკან გაიწვევთ – გერმანიაში ჩასული ირაკლი ოლაფ შოლცმა რუსული კანონის გამო ღიად გააკრიტიკა.
გემანიის კანცლერმა ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა რუსული კანონის უკან შემობრუნებით და იქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ზუსტად შარშანდელის ანალოგია.
ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს. ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის
ასევე, კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება