იმედია, აშშ–თან ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება – პრემიერი

პრემიერმა, მ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ -სთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება დადებით შედეგს გამოიღებს და ისაუბრა ასევე, უვიზო მიმოსვლაზეც.
რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, აღნიშნულზე არაერთხელ გვისაუბრია. ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს. ეს არის ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, ამ მიმართულებით პროგრესი გვექნება“, – აღნიშნა მ.