იმედგაცრუებული ვარ… პუტინს ერთი დღე აქვს! – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ში ცეცხლის შეწყვეტაზე დასათანხმებლად ერთი დღე აქვს.
პუტინი აღნიშნავს, რომ ის იმედგაცრუებულია და დიდხანს ლოდინი არ უყვარს.
“ეს მასზე იქნება დამოკიდებული და ვნახოთ, რას იტყვის. ეს მასზე იქნება დამოკიდებული. ძალიან იმედგაცრუებული ვარ…
მათ [ზელენსკის და პუტინს] სურთ ჩემთან შეხვედრა და მე ყველაფერს გავაკეთებ მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. წინა თვეში 14 000 ადამიანი დაიღუპა. კვირაში 4000-5000 ადამიანი. არ მიყვარს დიდხანს ლოდინი. ეს სირცხვილია. [დაღუპულები] ძირითადად ჯარისკაცები არიან – უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტებს ისვრიან და ღამღამობით 35-40 ადამიანი იღუპება, საშინელებაა,” – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, თავდაპირველად ტრამპმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, პუტინს 50-დღიანი ვადა მისცა, მოგვიანებით კი ვადა 10 დღემდე შეაცირა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, მას მეორედ სანქციებს დაუწესებს.