“იმდენად შორდება ხელისუფლება ხალხს, რომ თვითონვე იჭრიან უკან დასაბრუნებელ გზას” – ალექსანდრე გიორგიძე

გიდი, ტურისტული კომპანია AG travel & adventure-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაზე სახელმწიფოს წარმომადგენლებს არანაირი რეაქცია არ აქვთ. მეტიც, ისინი იმდენად შორდებიან ხალხს, რომ უკან დასაბრუნებელ გზასაც თვითონვე იჭრიან. ამის შესახებ მან ტურიზმის ალიანსის ორგანიზებით გამართულ მეორე საპროტესტო აქციაზე BM.GE-ის განუცხადა
“სამწუხაროდ, ისეთი ვერტიკალი გვაქვს შექმნილი, რომ საშუალო და ქვედა რგოლი ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგავს, თუ მას არ ექნება ზემოდან ბრძანება. კარგად ვნახეთ, რომ ბოლო დღეებში, თუნდაც გუშინდელი და დღევანდელი სანქციების შემდეგ რა რეაქცია ჰქონდა პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებით დამთავრებულს. აქ უკვე აღარ ვსაუბრობთ ევროკავშირსა და მაღალ იდეალებზე. უბრალოდ, იმდენად შორდება ხელისუფლება ხალხს, რომ თვითონვე იჭრიან უკან დასაბრუნებელ გზას.
ძალიან ბევრი მაგალითია ისტორიაში, როდესაც ხელისუფლება შორდება ხალხს, ის ადრე თუ გვიან ძალიან ცუდად ამთავრებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ გადადგან ნაბიჯები. ეს არის ორი კონკრეტული ნაბიჯი. ერთი, უპირობოდ გამოუშვან დაკავებულები და მეორე, უახლოეს მომავალში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო , რომელიც ხალხს მირჩევს საშუალებას თავისი ობიექტური არჩევანი გამოხატონ“, – განაცხადა გიორგიძემ.
მისივე ცნობით, ტურიზმის სექტორის არის მიმართულება, რომელიც მიმდინარე მოვლენების გავლენას მაშინვე გრძნობს. შედეგად, კომპანიას ზამთრის ჯავშნები გაუქმებული აქვს, ხოლო დაგეგმილი ღონისძიებები ზოგი გაუქმდა და ზოგიც გადავადდა.
გიორგიძემ დასძინა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია, რომელიც დანიშნული რეისებით ამაყობდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ტურიზმის სექტორის გაკოტრებად განაპირობებს. შესაბამისად, სექტორს პესიმისტური მოლოფინები აქვს.