იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს – მამუკა მდინარაძე

იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ თემა რუსული იყო – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მესამე პრეზიდენტის განცხადებაზე განაცხადა, რომ 7 ნოემბერი რუსეთის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.
“იმაზე გოიმური და მდაბიო მესიჯი, რაც რუსეთუმეობის დაბრალებაა, არ არსებობს. როდესაც არგუმენტები არ აქვთ, დაზეპირებული აქვთ, უნდა თქვან, რომ თემა რუსული იყო.
ახლაც გაახსენდა ის ამბავი, არგუმენტი არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა 7 ნოემბერზე და ახლაც იძახის, რუსული ამბავი იყოო.
დღეს ვინც ოპოზიციაში, მოუწია სააკაშვილს თავი ემართლებინა და ისევ ეს გოიმური მესიჯი გამოეყენებინა მათ წინააღმდეგაც. თუ საჭიროდ ჩათვლიან დაკითხავენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ გამოსაკვლევია ეს ამბავი რაღაცა ფორმით,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა