ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ს პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს.
“ისეთი ცნობა მოვიდა, რომ ალიევი არ ჩამოვა, სამწუხაროდ. იმით ახსნეს, რომ შიდა ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც ჰეიდარ ალიევს ეძღვნება”, – განაცხადა უშაკოვმა.
მოსკოვში ვიზიტი ასევე გააუქმა ლაოსის პრეზიდენტმა, თონგლუნ სისულითმა, რომელიც კორონავირუსით დაავადდა.