ილჰამ ალიევი – ჩვენი ქვეყნების წარმოდგენა შევძელით ერთიან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გუნდად ევროპაში – სრულიად გვესმის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი

სრულიად გვესმის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ქართველ მეგობრებს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა და საქართველომ ევროპაში ერთიან გუნდად წარმოდგენა შეძლო.
“აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ ენერგეტიკით არ შემოიფარგლება. ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენი – ორივე ქვეყნის – წარმოდგენა შევძელით ერთიან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გუნდად ევროპაში…
სრულიად გვესმის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ქართველ მეგობრებს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ და საქართველოს [კანდიდატის] სტატუსის მინიჭებას ვულოცავ”, – განაცხადა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს