ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ს ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, – ინფორმაციას ილჰამ ალიევის პრესსამსახური ავრცელებს.
„22 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ს მიწვევით სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურს საერთაშორისო აეროპორტ „ვნუკოვო-2“-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკვანძო საკითხების განხილვას და რეგიონულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლას გეგმავენ.