ილჰამ ალიევი – ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია, ეს კოლონიალისტების საქციელია – შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან

ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია, ეს კოლონიალისტების საქციელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში “ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე” ფორუმზე განაცხადა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდითაა და საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან.
„ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია. ეს კოლონიალისტების საქციელია. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას თავისი კოლონიალისტური წარსულის პრიზმიდან უყურონ. ეს სრულიად მიუღებელია. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათთან ვართ, საქართველოს მთავრობამ იცის. საქართველოს შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან”, – განაცხადა ალიევმა.