ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანი უკრაინისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს

აზერბაიჯანი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მომავალშიც გააგრძელებს, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი და მუდმივად უჭერენ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აზერბაიჯანში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია