ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა

ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა
„როდესაც საქართველოს ომში ჩართვა არ გამოუვიდათ, როგორც ჩანს, მუშაობა დაიწყეს მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც, ასევე, ჩაუვარდათ – გლობალური ომის პარტიის მიზანი იყო რეგიონში ცეცხლის გახსნა, რომ აქედან ემართათ მათთვის სასურველი პოლიტიკური ვექტორები“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. მისი თქმით, ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა. „დაიწყო მეზობელი სახელმწიფოებიდანაც დასავლეთის მხილება. კიდევ ბევრი რამ ითქმება კავკასიაში ეთნო კონფლიქტის დაგეგმვაზე, რაზეც ჩვენ ადრიდანვე ვვარაუდობდით. როდესაც საქართველოს ომში ჩართვა არ გამოუვიდათ, როგორც ჩანს, მუშაობა დაიწყეს მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც, ასევე, ჩაუვარდათ.
გლობალური ომის პარტიის მიზანი იყო რეგიონში ცეცხლის გახსნა, რომ აქედან ემართათ მათთვის სასურველი პოლიტიკური ვექტორები. ილჰამ ალიევის სიტყვებმა ფარდა ახადა იმ შეთქმულებას, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ, სამხრეთ კავკასიის წინაშე მზადდებოდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაანახა კავკასიას, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ოჯახი და აუცილებელია ერთმანეთის გაძლიერება. ამ სამეულიდან თუნდაც ერთი სახელმწიფოს გადაბირება „დიფ სთეიტის” მიერ, რეგიონში გამოუსწორებელ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. სამხრეთ კავკასია ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ დღეს ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო მეტად ფასობს. აქ ვერ შემოვა ვერავინ ჩვენი თანხმობისა და თანამშრომლობის გარეშე. ამიტომ, უნდა გავუფრთხილდეთ არა მარტო საკუთარ, არამედ, სამეზობლო პოლიტიკას და გავაძლიეროთ ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი რეგიონი. ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის არა მარტო სურვილი, არამედ, ვალდებულებაც”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს