ილჰამ ალიევის თანაშემწე – საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობები შეიძლება სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, მეზობლური კავშირების იდეალური მაგალითია, ეს ურთიერთობები, შეიძლება, სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს. კონფლიქტის მოგვარების მაგალითია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარება. ზოგჯერ სომეხი კოლეგები ამბობენ, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა განსაზღვრა, რადგან საოკუპაციო პოლიტიკა მათ დამოუკიდებლობას ემუქრებოდა. ახლო აღმოსავლეთში ახლა გარკვეული მოვლენები ხდება. აზერბაიჯანი გეოგრაფიულად ახლოს არის ახლო აღმოსავლეთთან. ამ რეალობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანი თავის საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ცენტრალურ აზიასთან კავშირების განმტკიცებას. გარდა ამისა, თურქეთი და თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია [თურქულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო] ამ რეგიონში ახალ რეალობას ქმნიან. აზერბაიჯანის ბუნებრივი რესურსები, ისევე როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, მეზობლური კავშირების იდეალური მაგალითია. ეს ურთიერთობები, შეიძლება, სომხეთისთვისაც მაგალითი გახდეს“, – აღნიშნა ჰიკმეტ ჰაჯიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ვარდანაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება CS-ის პროპილენ გლიკოლში გახსნა არ არის სტანდარტული, დაშვებული ან უსაფრთხო მეთოდი ნებისმიერი სახის ძალოვანი სტრუქტურისთვის ან სამოქალაქო გამოყენებისთვის

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული