ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ თავისმა კომპანია xAI-მ, რომელიც ავითარებს ტექნოლოგიებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, შეიძინა თავისი სოციალური ქსელი X-ი 33 მილიარდ დოლარად.
მასკის თქმით, ამ ოპერაციის შემდეგ, xAI-ის ღირებულება 80 მილიარდი დოლარი იქნება.
“xAI -სა და X-ის მომავალი განუყოფლად არის ერთმანეთთან დაკავშირებული”, — დაწერა მასკმა.
X-სა და xAI-ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ოპერაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, იტყობინება Reuters-ი. სააგენტო აღნიშნავს, რომ შესყიდვის დეტალები ჯერჯერობით გაურკვეველია. კერძოდ, უცნობია ინვესტორებისთვის გადახდის მექანიზმი და X-ის ხელმძღვანელობის სტატუსი ახალ სტრუქტურაში.
Bloomberg-ის მონაცემებით, გაერთიანებული სტრუქტურის დასახელება გახდა XAI Holdings-ი. მისი საერთო ღირებულება აჭარბებს 100 მილიარდ დოლარს, ვალების გამოკლებით. გარიგებაში ფინანსური კონსულტანტის როლში მონაწილეობდა კონგლომერატი Morgan Stanley.
xAI-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა Reuters-ს აცნობა, რომ მასკს არ ჰქონია კონსულტაციები ინვესტორებთან გარიგების გამოცხადებამდე. მილიარდერმა მხოლოდ აღნიშნა, რომ კომპანიები უკვე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, ხოლო ინტეგრაცია დააჩქარებდა xAI-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი Grok-ის სისტემის განვითარებას.
2022 წლის ოქტომბერში, მასკმა შეიძინა მიკრობლოგების პლატფორმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად. შესყიდვის კომენტირებისას, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ აპირებს წამგებიანი კომპანიის გარდაქმნას . მოგვიანებით მასკმა გამოაცხადა სუპერაპლიკაცია X-ის შექმნის შესახებ.
2023 წლის აპრილში Twitter-ი შთანთქა კომპანია X Corp.-მა, ხოლო სოციალური ქსელის დასახელება ოფიციალურად შეიცვალა X-ით.
ფორუმი