ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი წერს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, სახელწოდებით – “ამერიკის პარტია”.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, მან X-ზე ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც უმრავლესობამ იდეას მხარი დაუჭირა.
“თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც!
როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა – დემოკრატიაში.
