ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მასკი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლის თანახმად, პოლონეთი უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის და თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, იძულებული გახდება, ახალი მიმწოდებლები მოიძიოს.
რადოსლავ სიკორსკის ეს განცხადება ილონ მასკმა პოსტს მოჰყვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.
