ევროპის უდიდესმა საპენსიო ფონდმა Tesla-ს აქციები გაყიდა. ნიდერლანდური გაზეთი Het Financieele Dagblad ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ილონ მასკის კომპანიაში არსებული სამუშაო პირობებია, რაც ფონდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა.
თუმცა, სტატიაში მითითებულია, რომ ABP-სთვის მთავარი პრობლემა ილონ მასკი და მისი პოლიტიკური პოზიციონირება იყო.
გადაწყვეტილებაში ასევე გათვალისწინებული იყო კომპანიის ხარჯები, მოგებიანობა და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტები.
გერმანიაში კრიტიკოსთა სულ უფრო დიდი რაოდენობა მიუთითებს, რომ ისეთმა ფონდებმა, როგორიცაა ABP, ინვესტიციებზე მხოლოდ ფინანსური შედეგების მიხედვით კი არა, არამედ ეთიკურ და სოციალური პასუხისმგებლობის კრიტერიუმებითაც უნდა იმოქმედონ. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ეს სხვა მსხვილ ინვესტორებზე, რომლებიც Tesla-ს მსგავს კომპანიებში კაპიტალს აბანდებენ.
იქამდე, ჯერ კიდევ დეკემბერში, დელავერის შტატის მოსამართლემ Tesla-ში ილონ მასკის რეკორდული კომპენსაციის პაკეტი გააუქმა. აღნიშნული პაკეტი თავდაპირველად 2.6 მილიარდ დოლარად შეფასდა, თუმცა შემდგომში მისი ღირებულება 56 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Tesla-მ ამ გადაწყვეტილებას „შეცდომა“ უწოდა და განაცხადა, რომ მას გაასაჩივრებს. ილონ მასკმა კი X-ზე დაწერა: „კომპანიის გადაწყვეტილებებზე კონტროლი უნდა ჰქონდეთ აქციონერებს და არა მოსამართლეებს“.
სააპელაციო განხილვა, სავარაუდოდ, ერთი წელიწადზე მეტხანს გასტანს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ევროპაში ილონ მასკის მიმართ უკმაყოფილება განსაკუთრებით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ბიზნესმენმა ევროპულ პოლიტიკაში აქტიური ჩარევა დაიწყო.
მაგალითად, მასკმა მხარი დაუჭირა გერმანიაში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიას ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებზე. ასევე, მის მხარდაჭერიდ ობიექტებია არიან დიდი ბრიტანეთის მემაჯვენეები.